კალათბურთი

2:47 | 20.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილმა G ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩში ითამაშა

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს განვითარების ლიგის (G ლიგა) ყველა ვარსკვლავის მატჩში ითამაშა და პირველი ქართველი კალათბურთელი გახდა, ვინც ამის გაკეთება მოახერხა.

სანდრომ „ლუკა გარზას“ გუნდში ითამაშა, რომელმაც „სკოტ ჰენდერსონის“ გუნდს 178:162 მოუგო. მამუკელაშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და თავის გუნდს 8 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. ამრიგად, 2 ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე.

ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. აღსანიშნავია, რომ სანდროს მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა მეტოქეს 20 ქულით მეტი ჩაუგდო.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი G ლიგაში "ვისკონსინ ჰერდის" ღირსებას იცავს, სადაც მას "მილუოკი ბაქსი" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ანათხოვრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.068799