ფეხბურთი

1:25 | 20.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის სამედიცინო გამოკვლევის შედეგები ცნობილია

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელ ნეიმარს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც მოტეხილობა არ აჩვენა.

ბრაზილიელმა შემტევმა „ლილთან“ მატჩში კოჭი დაიზიანა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ჯერ არ არის ცნობილი, ზუსტად რა პერიოდი გაუცდება სამხრეთამერიკელ თავდამსხმელს.

„მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ მოტეხილობა არ აჩვენა. 48 საათში სამედიცინო გამოკვლევა კიდევ ერთხელ ჩატარდება“, - წერს პსჟ-ს საიტი.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენს“ „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩი ორ კვირაში ელოდება. ნეიმარის აქტივში მიმდინარე სეზონში 29 მატჩი, 18 გოლი და 17 საგოლე პასია. „პარი სენ ჟერმენმა“ „ლილი“ 4:3 დაამარცხა, ნეიმარმა კი ტრავმამდე გოლის გატანა მოასწრო.

თეგებინეიმარიპსჟ
0.11312