ფეხბურთი

23:58 | 19.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგას სამი ლიდერი ჰყავს

ალბათ, დიდი ხანია ბუნდესლიგა ასეთი დაძაბული არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში სეზონის დასრულებამდე 13 ტურით ადრე ჩემპიონობის შანსს 6 გუნდი ინარჩუნებს.

„ბაიერნის“ წაგებით ჩინებულად ისარგებლა „დორტმუნდმა“, რომელმაც შინ ბერლინის „ჰერტა“ 4:1 გაანადგურა და 43 ქულა დააგროვა, როგორც „რეკორდმაისტერმა“.

სამაგიეროდ, „ბაიერნის“ მარცხით მხოლოდ ნაწილობრივ ისარგებლა „უნიონმა“, რომელიც ბოლოადგილოსან „შალკეს“ მასპინძლობდა და დიდებული შანსი ჰქონდა, რადგან თუ მოიგებდა, ერთპიროვნულად გალიდერდებოდა. თუმცა, ბერლინელებმა გელზენკირხენელებს ვერ აჯობეს და ნულოვან ფრეს დასჯერდნენ. შედეგად, „ბაიერნს“, „დორტმუნდს“ და „უნიონს“, სამივეს 43-43 ქულა აქვთ და სამივე ლიდერები არიან! მომდევნო ტურში „ბაიერნი“ სწორედ „უნიონს“ ეთამაშება და ძალიან საინტერესო დაპირისპირება უნდა შედგეს.

აღსანიშნავია, რომ ლიდერთა ტრიოს, „ფრაიბურგი“ მხოლოდ 3, „ლაიფციგი“ 4, ხოლო „აინტრახტი“ 5 ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, ვერცხლის სინისთვის ბრძოლა მათაც ნამდვილად შეუძლიათ.

და ბოლოს, „შალკეზეც“, რომელიც ბოლო ადგილზეა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ბოლო ოთხ ტურში გოლს ვერ იტანს და არც უშვებს - ოთხი 0:0 ზედიზედ...

„დორტმუნდი“ – „ჰერტა“ 4:1 (2:0)

გოლები: 1:0 ადეიემი (27), 2:0 მალენი (32), 2:1 ტუსარი (47), 3:1 როისი (76), 4:1 ბრანდტი (90)

"უნიონი" - "შალკე" 0:0 (0:0)

0.118777