სხვა

22:27 | 19.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელმა კროუზერმა ბირთვის კვრაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ბირთვის კვრაში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა რაიან კროუზერმა, შტატ აიდაჰოს ქალაქ პოკატელოში, დახურულ არენაზე ასპარეზობისას, მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც მასვე ეკუთვნოდა. მან ბირთვი 23.38 მეტრზე გადააგდო.

30 წლის ათლეტის შედეგით გაუმჯობესდა ორივე - ღია და დახურული არენების რეკორდი. ორივე რეკორდი მას ჰქონდა დამყარებული. ღია არენებზე ძველი რეკორდი იყო 23.37 მეტრი და ის მან 2021 წელს, იუჯინში, ამერიკის ოლიმპიური გუნდის შესარჩევ ტურნირზე დაამყარა. დახურულ არენაზე კი იმავე წელს, 22.82 მეტრი დააფიქსირა.

ამგვარად, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ბირთვი 23 მეტრზე შორს უკვე შვიდჯერ გასტყორცნა. აღსანიშნავია, რომ ეს ბარიერი მხოლოდ სამ სხვა ათლეტს აქვს გადალახული.

საინტერესოა, რომ კროუზერი ბირთვის ტყორცნის ახალ ტექნიკაზე მუშაობს, რომელიც ათლეტს ბირთვის გასროლამდე, ერთი ზედმეტი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას აძლევს. თუმცა რეკორდული ცდის შესრულებისას, მან ტრადიციული ტექნიკა გამოიყენა.

0.117759