ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ფაბრიციო რავანელიმ „ნაპოლის“ შესახებ ძალიან პოზიტიურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდებს მისი უნდა ეშინოდეთ. გარდა ამისა, რავანელის განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენთან ერთად დიდი სიამოვნებით ითამაშებდა.
"ნაპოლის ვუსურვებ, რომ ჩემპიონატში ყველა შეკითხვა სწრაფად გააქროს და შემდეგ შეძლოს ჩემპიონთა ლიგაზე სრულად ფოკუსირება. ევროპაში "აძურის" შეუძლია ყველას წინააღმდეგ თამაში, თუნდაც დიდი გუნდების წინააღმდეგ და მათ ეს უკვე აჩვენეს ჯგუფურ ეტაპზე შესანიშნავი გამოსვლით. მოკლედ: მათ არავის არ უნდა ეშინოდეთ, პირიქით, ალბათ, „ნაპოლის“ სხვებს უნდა ეშინოდეთ.
მომწონს ოსიმენის ფიზიკური ძალა და მონდომება: ის არასოდეს თმობს ბურთს. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ის ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მასთან და კვარასთან ერთად ტრიოში ძალიან სასიამოვნო იქნებოდა თამაში და ბევრ გოლს გავიტანდი“, - თქვა რავანელიმ.
შეგახსენებთ, რომ ფაბრიციო რავანელი სხვადასხვა პერიოდში „იუვენტუსის“, „მიდლსბროს“, „მარსელის“, „ლაციოს“, „პერუჯას“ და იტალიის ნაკრების თავდამსხმელი იყო. 1996 წელს ტურინულ გრანდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ფინალში გოლიც გაიტანა.