ფრენკ დე იონგს კატალონიის „ბარსელონას“ დატოვება აღარ სურს. ესპანური ცნობით, ნიდერლანდელი ნახევარმცველი კლუბში თავისი მდგომარეობით კმაყოფილია და არ აპირებს სხვაგან წასვლას.
მას დიდი ხანია აქტიურად უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედს“, მაგრამ როგორც ჩანს, ფეხბურთელმა ჩავის შემადგენლობაში თავი საბოლოოდ დაიმკვიდრა, რის გამოც ნავსაყუდელის გამოცვლაზე აღარ ფიქრობს.
ფრენკ დე იონგი „ბარსელონაში“ 2019 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.