ვეტერანმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, აურელიო დე ლაურენტისს შეუძლია ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ზაფხულში არ გაყიდოს, რადგან კლუბს ვალები არ აქვს.
„ნაპოლის“ ვალები არ აქვს და მას შეუძლია მომავალ სეზონშიც კვარა და ოსიმენი შეინარჩუნოს. უნდა თქვას: „მინდა კიდევ ერთხელ მოვიგო სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგაზე უფრო შორს წავიდე. მას შეუძლია ამის გაკეთება და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ვალები არ აქვს! შეუძლია ისინი ერთ-ორ წელიწადში გაყიდოს, მაგრამ ახლა შენარჩუნება შეუძლია“, - თქვა ვიერიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 23 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატს 15-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.