კალათბურთი

2:45 | 19.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა 12 ქულა დააგროვა, მისი „ტენერიფე“ კი თასის ფინალში ითამაშებს

ესპანეთის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ „ხოვენტუტ ბადალონას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 72:73 დაამარცხა.



ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 33 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. გიორგიმ 6-დან 3 ორქულიანი და 9-დან 6 ჯარიმა ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი შეხვედრაში საუკეთესო ჰქონდა: +19.

მის გუნდში ყველაზე შედეგიანი მარსელინიო უერტასი იყო, რომელმაც 14 ქულა ჩააგდო. მეტოქე გუნდში კი 22 წლის ლიდერი, ჟოელ პარა გამოირჩა, რომელმაც 26 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.

ესპანეთის თასის ფინალში „ლენოვო ტენერიფე“ უკვე ხვალ, „რეალის“ დამმარცხებელ მალაგას „უნიკახას“ შეხვდება, რაც შეეხება „ლიგა ენდესას“, ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო მატჩს უკვე 5 მარტს ჩაატარებს.

იქამდე სანაკრებო პაუზა გველოდება, სადაც გიორგი შერმადინი ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება. ის გუნდს ნიდერლანდებში შეუერთდება და 23 თებერვალს გასამართი მატჩისთვის მზად იქნება.

0.109028