ფეხბურთი

1:29 | 19.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

პეპი: “კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გოლები დაგვაკლდა“

„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგაში „ნოტინგემ ფორესტის“ წინააღმდეგ ქულები დაკარგა. მატჩის შემდგომ პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო, თუმცა მეტი უნდა გაეტანათ.



„ძალიან კარგი თამაში იყო. ყველაფერი გავაკეთეთ, სრულყოფილად ვითამაშეთ და კარგი შანსებიც გვქონდა, თუმცა ეს ფეხბურთია, აქ გოლი უნდა გაიტანო.“

„ვულოცავ „ნოტინგემ ფორესტს“ ქულის მოპოვებას. გაშვებული გოლის მომენტში თავი უკეთ უნდა დაგვეცვა, მეტი ენერგიით, თუმცა როგორც ვითამაშეთ იმით მაინც კმაყოფილი ვარ. შანსებს სტანდარტულებიდან ვქმნიდით და რეალურ მომენტებს ვანიავებდით. უბრალოდ მეტი ვერ გავიტანეთ და სულ ეს არის, მეტი რა უნდა ვთქვა?“ - განაცხადა პეპმა.

„მანჩესტერ სიტიმ“ დღევანდელ მატჩში დაკარგული ქულებით კვლავ მეორე ადგილზე გადმოინაცვლა და „არსენალს“ ორი ქულით ჩამორჩა, თანაც ისე, რომ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. მომდევნო ტურში გვარდიოლას გუნდი სტუმრად, „ბორნმუთს“ დაუპირისპირდება.

0.109458