ფეხბურთი

22:53 | 18.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

FIFA თურქეთსა და სირიაში დაზარალებულებისთვის 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია თურქეთსა და სირიაში მომხდარი საზარელი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს 1 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.



FIFA-ს ოფიციალური განცხადებით, ფონდი თურქეთსა და სირიაში მყოფ დაზარალებულ საზოგადოებას პირველადი დახმარების ნივთებით და საჭირო ატრიბუტებით დაეხმარება, რათა უსახლკაროდ დარჩენილ მრავალრიცხოვან ადამიანებს მძიმე მეტეოროლოგიური პირობების დროს თავშესაფარი მიაწოდოს.

ამასთან ერთად, FIFA განაგრძობს თურქეთისა და სირიის ფეხბურთის ფედერაციებთან თანამშრომლობას და სიტუაციის მონიტორინგს, საჭიროების შემთხვევაში კი, მზადაა სახელმწიფოებს მეტი დახმარება შესთავაზოს.

თურქეთსა და სირიაში მომხდარ საზარელ მიწისძვრას 50 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან სპორტსმენებიც. დღეს საფეხბურთო სამყაროში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. მიწისძვრის პირველ დღეს დაკარგული ცნობილი ფეხბურთელი, კრისტიან ატსუ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს.

თეგებიfifa
0.118765