Sportmediaset-ის ჟურნალისტმა და კომენტატორმა რიკარდო ტრევიზანიმ ლუჩანო სპალეტის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის მწვრთნელი კი არა, გენიოსია. როგორც მან აღნიშნა, სპალეტი ყოველთვის ამტკიცებდა თავის შესაძლებლობებს.
„სპალეტის „რომამ“ ტოტის გარეშე 87 ქულა მოიპოვა, რაც მათ ისტორიაში ქულების რეკორდია. ჯეკომ ერთ სეზონში 39 გოლი გაიტანა, როცა ტოტის პოზიციაზე თამაშობდა. „ინტერი“ იკარდის გარეშე ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, „რომაც“ ტოტის გარეშე ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, „ნაპოლიმ“ სკუდეტო ინსინიეს გარეშე მოიგო. ჩვენ გენიოსზე ვსაუბრობთ, მწვრთნელზე კი არა, გენიოსზე ვსაუბრობთ! სპალეტი გენიოსია! მას „უდინეზესთვის“ სერია A-ში ადგილი უნდა შეენარჩუნებინა და ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. ამ სეზონში "ნაპოლის" მე-6 ადგილს უწინასწარმეტყველებდნენ და უკვე ჩემპიონია“, - თქვა ტრევიზანიმ.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლიში“ 2021 წლიდან მუშაობს. მანამდე ის „ემპოლის“, „სამპდორიას“, „ვენეციას“, „ანკონას“, „უდინეზეს“, „რომას“, „ზენიტისა“ და „ინტერის“ მწვრთნელი იყო.