ფეხბურთი

15:55 | 18.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით ითამაშებს: ტრანსფერი დადასტურდა

საქართველოს ნაკრებისა და „ჰატაისპორის“ ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე კარიერას „ფატიჰ კარაგუმრუკში“ გააგრძელებს. მხარეები შეთანხმდნენ და ტრანსფერი თურქულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

28 წლის ფეხბურთელი სტამბოლელებს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ „კარაგუმრუკს“ ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო ავარჯიშებს.

ლობჟანიძეს ბოლო პერიოდში „ანკარაგუჯუს“, „ტრაბზონსპორსა“ და „ფენერბაჰჩეს“ უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, „კარაგუმრუკმა“ ყველას აჯობა. მოგეხსენებათ, „ჰატაისპორი“ მიწისძვრის გამო თურქეთის ჩემპიონატს სეზონის ბოლომდე ჩაეხსნა, რის გამოც, ფეხბურთელებმა ახალი კლუბების ძებნა დაიწყეს.

საბა ლობჟანიძემ „ჰატაისპორში“ დღემდე 61-ჯერ ითამაშა, 9 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა, კონტრაქტი კი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.118432