„მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენა კატარელ შეიხს სურს და მზადაა ინგლისური კლუბის სანაცვლოდ რამდენიმე მილიარდი ევრო გადაიხადოს.
იასიმ ბინ ჰამად ალ ტანი, რომელიც Qatar Islamic Bank-ის პრეზიდენტია გადაწყვეტილი აქვს, რომ „იუნაიტედის“ 100%-იანი წელი შეისყიდოს და გლეიზერების ოჯახს უკვე მიმართა წინადადებით. თუმცა, „მანჩესტერის“ შეძენის სურვილს მხოლოდ ის არ გამოხატავს.
„შეიხი იასიმ ბინ ჰამად ალ თანი ადასტურებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ 100%-იანი წილის შეძენა სურს. მისი მიზანია კლუბს დიდება დაუბრუნოს, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ გლეიზერების ოჯახი 2005 წლიდან ფლობს და მათი მუშაობით ამ წლების განმავლობაში ფანები უკმაყოფილო არაერთხელ იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ ალ თანი „პარი სენ ჟერმენის“ მფლობელების ნათესავია. ასე რომ, დიდი შანსია, რომ მალე „მანჩესტერ იუნაიტედიც“ კატარელთა მფლობელობაში გადავიდეს.