ქართველი ფრენბურთელი ანა კალანდაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშის პრიზისთვის იბრძვის.
ოფიციალურ ვებგვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელშიც ხმის მიცემა ნებისმიერს შეუძლია. ანას კიდევ სამი კონკურენტი ჰყავს, მაგრამ ამ დროისთვის ხმებით ქართველი ლიდერობს.
ანამ ჯგუფურ ეტაპზე თავის გუნდს 95 ქულა შესძინა, 8 ბლოკი შეასრულა და 11 ეისი მიითვალა.
24 წლის ფრენბურთელი პოლონური „დეველოპრეს ჟეშუვის“ ღირსებას იცავდა. მანამდე ის საბერძნეთსა და თურქეთში თამაშობდა.