13:32 | 17.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოსთვის უმედლო დღე თელ ავივის გრანდ სლემზე

თელ ავივის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამიზე მხოლოდ ერთი ქართველი გავიდა. 73 კგ წონით კატეგორიაში მიხეილ ბახბახაშვილმა იასპარეზა და უმედლოდ დარჩა.

მან პირველ წრეში აზერბაიჯანელი ნურლან ოსმანოვი დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში ბულგარელ მარკ ჰრისტოვთან მარცხი განიცადა და ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა. ამრიგად, საქართველოსთვის დღემ უმედლოდ ჩაიარა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა, ხოლო ბრინჯაო ლაშა ნადირაძემ მოიპოვა. გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ბექა ღვინიაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი იასპარეზებენ.

0.113849