ფეხბურთი

22:50 | 16.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის პრეზიდენტი მსაჯის მოსყიდვის თემაზე: "ბარსელონას" არ დავსჯით"

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა „ბარსელონაზე“ ისაუბრა, რომელსაც მსაჯის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. თუმცა, როგორც ტებასმა აღნიშნა, ფიზიკური პირები შეიძლება დაისაჯონ, მაგრამ „ბარსას“ სპორტული სანქციები არ ემუქრება.

„ლა ლიგიდან ჩვენ პატივს ვცემთ გამოძიებას, რომელსაც პროკურატურა აპირებს და თუ ისინი გადაწყვეტენ საჩივრის შეტანას, მოგვიწევს სისხლის სამართლის საქმეზე წარდგომა და იქ მივიღებთ გადაწყვეტილებების. თუ საჩივარი არ იქნება, ყველაფერი თაროზე შემოდებით დაიხურება.

სპორტული სანქციები „ბარსელონას?“ არ შეიძლება დისციპლინური სასჯელი დაუწესდეს. საუბარია 5 წლის წინანდელ სავარაუდო დანაშაულზე და ამ ტიპის სანქციებისთვის ვადაგასულია“, - თქვა ტებასმა.

აღსანიშნავია, რომ ხავიერ ტებასი ტურინის „იუვენტუსის“ მკაცრი დასჯის მომხრეა კაპიტალის მოგების საქმეზე და იტალიურ კლუბზე თავდასხმისთვის შანსს ხელიდან არ უშვებს, რადგან „იუვე“ სუპერლიგის პროექტის ერთ-ერთი ფუძემდებელია. თუმცა, ამავე პროექტის მთავარი შემოქმედების, „რეალისა“ და „ბარსელონას“ მიმართ კრიტიკულ განცხადებებს არასდროს აკეთებს. ამ შემთხვევაშიც, მან „ბარსელონას“ დასჯა პრაქტიკულად გამორიცხა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ლა ლიგის პრეზიდენტს ყველაზე პოპულარულ ესპანურ კლუბებთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს...

0.113891