ფეხბურთი

15:36 | 16.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი" მზადაა ჟოაუ ფელიქსში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს

„ჩელსი“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ პორტუგალიელი თავდამსხმელის, ჟოაუ ფელიქსის შეძენას 2023 წლის ზაფხულში ეცდება - გვამცნობს Cadena Ser.

ინგლისური კლუბი 23 წლის ფეხბურთელის სრულფასოვანი ტრანსფერისთვის დაახლოებით 80 მილიონ ევროს გადაიხდის. ფელიქსი „ჩელსიში“ ესპანური კლუბიდან იჯარით 2023 წლის ზამთარში გადავიდა. ლონდონელებმა პორტუგალიელის სესხზე 11 მილიონი ევრო დახარჯეს.

„ჩელსი“ ფელიქსის მთლიან ხელფასს იხდის, რაც წელიწადში დაახლოებით 6 მილიონი ევროა. ფეხბურთელი „ატლეტიკოში“ „ბენფიკადან“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა, მადრიდელებმა ჟოაუში რეკორდული თანხა - 126 მილიონი ევრო გადაიხადეს.

თავდამსხმელმა „ლურჯების“ შემადგენლობაში სამი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.128111