ფეხბურთი

13:18 | 16.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: „ტენ ჰაგი შესანიშნავი მწვრთნელია. მან „მანჩესტერის“თამაში შეცვალა“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ევროპა ლიგის ფლეი იფში შეხვედრის წინ, მეტოქის მთავარ მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის მუშაობაზე ისაუბრა.

„ტენ ჰაგი შესანიშნავი სპეციალისტია. ყოველთვის მჯეროდა, რომ „იუნაიტედში" ცვლილებების მოხდენა ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ ის ამას აკეთებს. კლუბი და გულშემატკივრები აღფრთოვანებულები არიან. ნიდერლანდელმა შეცვალა მათი შემტევი თამაში, დაცვითი უნარები. ამიტომ „მანჩესტერი“ ჩვენთვის რთული მეტოქეა.

ტენ ჰაგი ძალიან საინტერესო მწვრთნელია. ჩემი აზრით, ის დიდ საქმეებს აკეთებს. ცდის სამმცველიან ტაქტიკას. ფლანგელები შემდეგ ცენტრისკენ იწევენ, ბევრი მათგანი შეტევას უერთდება. ერიკი შემტევ ფეხბურთს აღიარებს და მატჩების უმეტესობა ამას ადასტურებს. დარწმუნებული ვარ, ის არის ეტალონი იმათთვის,ვისაც ასეთი ფეხბურთი მოსწონს.“- ციტირებს ჩავის სიტყვებს The Independent.

ევროპა ლიგის ფლეი ოფის პირველი მატჩი „ბარსელონასა" – „მანჩესტერ იუნაიტედს" შორის დღეს, 16 თებერვალს, გაიმართება „კამპ ნოუზე“ და თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

0.120758