ფეხბურთი

11:48 | 16.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მატჩის დროს დე ბრუინმა არტეტას უბიძგა

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, პრემიერლიგის მე-12 ტურის გადადებულ მატჩში „არსენალის“ მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას უბიძგა. შეხვედრა ლონდონში, „ემირეითსზე“ გაიმართა და სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:3 დასრულდა. შედეგად „ქალაქელები“ სატურნირო ცხრილში გალიდერდნენ.

მატჩის 51-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, დე ბრუინი აუტის სწრაფად მოწოდებას აპირებდა, მაგრამ იქვე მყოფმა არტეტამ ბურთი გვერდით გადააგორა. გაბრაზებულმა ბელგიელმა ნახევარმცველმა მეტოქე მწვრთნელს ხელი ჰკრა.

ამ მატჩში დე ბრუინმა ბურთიც გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.

კევინმა მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტის“ მაისურით 22 მატჩი ჩაატარა, 4-ჯერ გამოიჩინა თავი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა..

0.136133