„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, „არსენალთან" მე-12 ტურის გადადებული მატჩის მოგების (3:1) შემდეგ, პრემიერლიგაში საჩემპიონო რბოლაზე ისაუბრა.
„თუ გამოტოვებულ თამაშს მოიგებენ, ისინი კვლავ გალიდერდებიან. რაც მათ გააკეთეს წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენ კვლავ ვიბრძვით ტიტულისთვის. ყველაფერი ბოლო რვა-ათი თამაშის შედეგებით განისაზღვრება. დარჩენილია 15. ჩემპიონთა ლიგაც მოგვიახლოვდა. ეს დამღლელია მოთამაშეებისთვის.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.
ამ გამარჯვების შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონატის ცხრილს სათავეში ჩაუდგა, „არსენალმა“ კი მეორე ადგილზე ჩაინაცვლა. გუნდებს ერთნაირი ქულები
(51-51) აქვთ, მაგრამ ლონდონელებმა ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარეს.