კალათბურთი

1:55 | 16.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

თად მაკფადენის ბრწყინვალე თამაში ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში თად მაკფადენის და რატი ანდრონიკაშვილის „მურსიამ“ თურქული „დარუშაფაქა“ 96:87 დაამარცხა, მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე კი მაკფადენი იყო.

თამაში დაძაბული გამოდგა, მაგრამ გარდამტეხ მეოთხე პერიოდში ესპანელებმა 27:20 იმარჯვეს და საბოლოოდ თამაშიც მოიგეს.

მაკფადენმა 23:37 წუთში 26 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მან 1-დან 1 ორქულიანი, 10-დან 6 სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა. ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანაგუნდელ ჯეიმს ანდერსონს ჩამორჩა, ხოლო 26 ქულით თამაშის საუკეთესო მექულე გახდა.

რატი ანდრონიკაშვილს „მურსიაში“ სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა და ამჯერადაც ასე იყო: მოედანზე მხოლოდ 3 წამი გაატარა...

„მურსია“ სამი ტურის შემდეგ 2 მოგებით და 1 წაგებით L ჯგუფში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 მარტს, ისევ „დარუშაფაქას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.115085