ჩოგბურთი

16:47 | 15.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ეკო გორგოძემ ალტენკირხენის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

ქართველი ჩოგბურთელი პორტუში მიღწეული წარმატების შემდეგ, გერმანიაში, ალტენკირხენის ტურნირში ჩაერთო და პირველ შეხვედრაში წარმატებასაც მიაღწია.



გორგოძე ტურნირის, რომლის საპრიზო ფონდიც 60 000-ია, პირველ წრეში ესტონელ მაილეენ ნუუდის დაუპირისპირდა, რომელიც რეიტინგში მასზე საკმაოდ უკან იყო და მეტოქე საათსა და 18 წუთში 2 სეტში, 2:6, 4:6 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ გორგოძეს საკუთარი ჩაწოდება არცერთხელ არ დაუთმია, მეტოქეს კი სამჯერ წაართვა მოწოდება და გამარჯვებაც მოიპოვა.

უკვე ცნობილია ეკოს მეტოქე 1/8 ფინალურ ეტაპზეც. ეს რუსი პოლინა კუდერმეტოვა იქნება, რომელიც რეიტინგში 173-ე ადგილზეა და პირველ რაუნდში გერმანელი მეტოქე 3 სეტში დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ეკატერინე გორგოძემ პორტუს წყვილთა ტურნირი ესპანელ თანაგუნდელთან ერთად მოიგო.

0.11739