საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა დიფერდანჟში ლუქსემბურგის 19-წლამდე გუნდთან პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელიც ფრედ - 1:1 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში, 26-ე წუთზე, ალეკო ბასილაძემ გახსნა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა - 0:1.
მასპინძლებმა ანგარიში 38-ე წუთზე, ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ გაათანაბრეს - 1:1. შემდეგ შეხვედრას ლუქსემბურგის წინააღმდეგ, 18-წლამდელები 16 თებერვალს, ისევ 21:00 საათზე ჩაატარებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
კოპალიანი, ნარიმანიძე, ლომინაძე, გიუნაშვილი, გობეშია, ჩიქოვანი, ყველაშვილი, გეგუჩაძე, პარკაძე, ბასილაძე, მაცაბერიძე;
სათადარიგოები:
კურტანიძე, ბუკია, ნიკოლაიშვილი, ტაბატაძე, ფეიქრიშვილი, ხაჩიძე, ნინიძე, ფრიდონიშვილი, ცეცხლაძე.
NAKREBI.GE