ფეხბურთი

0:16 | 15.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე შესაძლოა "ტრაბზონსპორში" გადავიდეს

თურქული „ჰატაისპორის“ ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე შესაძლოა „ტრაბზონსპორში“ გადავიდეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

Fotomac-ის ინფორმაციით, 28 წლის ქართველი ფეხბურთელის იჯარაზე (სეზონის ბოლომდე) თურქეთის მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელობამ შეთავაზება უკვე გააკეთა. საბას გარდა, ტრაბზონელებს „ჰატაისპორიდან“ აიუბ ელ კააბის გადაბირებაც სურთ.

საქმე ისაა, რომ „ჰატაისპორი“ ჰატაიში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მიმდინარე სეზონში თურქეთის ჩემპიონატს ჩაეხსნა, ამიტომაც, ფეხბურთელები დიდი ალბათობით, ზაფხულამდე მაინც გუნდს შეიცვლიან.

„ტრაბზონსპორი“ თურქეთის მოქმედი ჩემპიონია, თუმცა მიმდინარე სეზონში 38 ქულით მეექვსე ადგილზეა. საბა ლობჟანიძემ „ჰატაისპორში“ დღემდე 61-ჯერ ითამაშა, 9 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა, კონტრაქტი კი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.139632