ფეხბურთი

17:55 | 14.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ის წარმომადგენელი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირაკლი ნაკაიძე უეფა-ს დელეგატის სტატუსით უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩზე იმუშავებს.

პლეი ოფის პირველი ეტაპის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა მილანსა და ლონდონის ტოტენჰემს შორის იტალიაში, სან სიროზე, 14 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სფფ-ის წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია მუშაობს უეფას დელეგატად ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გამართულ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე.

GFF.GE

0.072841