სატელევიზიო გადაცემა "ვის უნდა მილიონი?" შვედურ ვერსიაში ხვიჩა კვარაცხელიაზე შეკითხვა დაისვა: საიდან არის წარმოშობით ხვიჩა კვარაცხელია?
სავარაუდო პასუხებში საქართველოს გარდა იყო ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა და ალბანეთი. მონაწილემ სწორი პასუხი ძალიან სწრაფად გასცა. შეკითხვამ კორკუსანტს 350 000 ევრო მოუტანა.