ჭადრაკი

10:52 | 14.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნანა ძაგნიძის წარმატება მიუნხენის გრან პრიზე

შესანიშნავად იასპარეზა საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ მიუნხენში დასრულებულ ქალთა გრან პრის გათამაშების მეორე ეტაპზე.

ქართველმა დიდოსტატმა 11-დან 6,5 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა. ნანამ, ტურნირზე ნათამაშებ 11 პარტიაში 3-ჯერ იზეიმა გამარჯვება, 7 შეხვედრა ყაიმით დაასრულა და მხოლოდ ერთში დამარცხდა.

პირველ ადგილზე 11-დან 7,5 ქულით, ფიდეს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კოსტენიუკი გავიდა, ხოლო მეორეზე ინდოელი ჰამპი კონერუ.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

  1. ალექსანდრა კოსტენიუკი (ფიდე) – 7,5 ქულა;
  2. ჰამპი კონერუ (ინდოეთი) – 7 ქულა;
  3. ნანა ძაგნიძე (საქართველო) - 6,5 ქულა;
  4. ჰარიკა დრონავალი(ინდოეთი) – 6 ქულა;
  5. ჟუ ჯინერი (ჩინეთი) – 5,5 ქულა;
  6. ჟანსაი აბდუმალიკი(ყაზახეთი) – 5,5 ქულა;
  7. ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) – 5,5 ქულა;
  8. ტან ჟონგი (ჩინეთი) – 5,5 ქულა;
  9. მარია მუზიჩუკი (უკრაინა) –5 ქულა;
  10. ალინა კაშინსკაია (პოლონეთი) – 4,5 ქულა;
  11. ანა მუზიჩუკი (უკრაინა) – 4 ქულა;
  12. დინარა ვაგნერი (გერმანია) – 3,5 ქულა;

ქალთა გრან-პრის გათამაშებაში სულ 17 ქალი-მოჭადრაკე მონაწილეობს და თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი 80 000 ევროა, საიდანაც გამარჯვებულის წილად 15 000 მოდის.

ფიდეს ქალთა გრან-პრის სერიის ფარგლებში 4 ეტაპი გაიმართება და აქედან თითოეული მონაწილისთვის 3 ტურნირშია სავალდებულო თამაში.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი

0.115333