ჩოგბურთი

0:05 | 14.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩს აშშ-ში შესასვლელად სპეციალური ნებართვა დასჭირდება

ნოვაკ ჯოკოვიჩს ამერიკულ დიდ ტურნირებზე, ინდიან ველსსა და მაიამის ღია პირველობაზე თამაში სურს და იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შესვლის უფლება მიიღოს, სპეციალური ნებართვისთვის მიმართა ამ ქვეყნის ხელისუფლებას. ამის შესახებ, სერბი ჩოგბურთელის ძმამ, ჯორჯი ჯოკოვიჩმა განაცხადა.

ამერიკაში შესასვლელად, უცხოელებს ვაქცინაცია მოეთხოვებათ. ამის გარეშე, საზღვრის გადალახვა შეუძლებელია. შეზღუდვა მაისში გაუქმდება, მასტერსის სერიის ეს ორი ტურნირი კი მარტსა და აპრილში გაიმართება. ეს კი ნიშნავს, რომ სპეციალური დაშვების გარეშე, ჯოკოვიჩი იქ ვერ შევა.

ახლახანს ინდიან ველსმა, რომელიც 9 მარტს იწყება, გამოაქვეყნა იმ ჩოგბურთელების სია, რომლებიც ტურნირზე ითამაშებენ. მათ შორის, ჯოკოვიჩიცაა. ტურნირის დირექტორმა ტომი ჰაასმა განაცხადა, რომ თუ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ვერ ითამაშებს, ეს ინდიან ველსისთვის დიდი დანაკლისი იქნება.

როგორც ცნობილია, გასულ სეზონში ჯოკოვიჩმა ამ მიზეზით, ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ითამაშა. ის ქვეყნიდან გააძევეს. მაგრამ წელს დაბრუნდა და ეს ტურნირი მეათედ მოიგო, რითაც მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაიბრუნა.

0.118565