ფეხბურთი

20:26 | 13.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მასიმო მორატი: "კვარაცხელია ფანტასტიკურია, ყოველთვის სწორად თამაშობს"

მილანის „ინტერის“ ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ფეხბურთელი ყოველთვის სწორად თამაშობს.

„ქართველმა ყველას ცნობისმოყვარეობა უზომოდ გაგვიზარდა, რადგან ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობდით და რომელიც ყოველთვის სწორად მოქმედებს, როცა თამაშობს. შესაფერისი მომენტის გრძნობა და გადამწყვეტი მოქმედების უნარი აქვს, რომლის პოვნა არც ისე ადვილია. ის და ოსიმენი ფანტასტიკურები არიან“, - თქვა მორატიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველაზე ტურნირზე 23 მატჩში 11 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა, უშუალოდ სერია A-ში კი 18 თამაშში 9 გოლი, 9 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი. „ნაპოლი“ სერია A-ს 59 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 17 თებერვალს, „სასუოლოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.115717