ფეხბურთი

19:23 | 13.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ემანუელე ჯაკერინი: "კვარაცხელია კაკას და სალაჰს მაგონებს"

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მთელი იტალია საუბრობს, ამჯერად მასზე კომენტარი „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ემანუელე ჯაკერინიმ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, კვარა ყველაზე მეტად კაკას და მოჰამედ სალაჰს აგონებს.

„კვარაცხელია კაკას და სალაჰს მაგონებს, რადგან ორივეს მსგავსად თამაშობს. ის არაპროგნოზირებადია, არასოდეს იცი, კონკრეტულ მომენტში როგორ უნდა გააჩერო. გუშინდელი გოლი გვიჩვენებს, რა მაგრად შეუძლია მცველზე შეტევა და მისთვის ზიანის მიყენება. სხვა მოთამაშე მის ადგილას გაჩერდებოდა და საჯარიმოში ჩააწვდიდა, ის - არა. კვარაცხელია და ოსიმენი თუ კარგად არიან, თამაშის ბედს თითქმის ყოველთვის თავად წყვეტენ“, - აღნიშნა ჯაკერინიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველაზე ტურნირზე 23 მატჩში 11 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა, უშუალოდ სერია A-ში კი 18 თამაშში 9 გოლი, 9 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი. „ნაპოლი“ სერია A-ს 59 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 17 თებერვალს, „სასუოლოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.123314