ფეხბურთი

19:55 | 13.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი სკაუტი: "დინამო ბათუმში" მარცხენა მცველს ვაკვირდებოდი, სადაც კვარა ვნახე და მხოლოდ მას ვამჩნევდი"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ამჟამად სკაუტმა კლაუდიო ონოფრიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მან იტალიურ მედიასთან თქვა, რომ „დინამო ბათუმში“ მარცხენა მცველს (სავარაუდოდ, ირაკლი აზაროვს) აკვირდებოდა, როდესაც კვარა შენიშნა და მას მერე მოედანზე მხოლოდ მას უყურებდა.

„კვარაცხელიას შესახებ დიდი ხანია ვიცი. „დინამო ბათუმის“ თამაშებს მარცხენა მცველის გამო ვუყურებდი და 20 წუთის შემდეგ მხოლოდ კვარას ვუყურებდი. ის ყოველთვის გამორჩეულად ნიჭიერი იყო, შემთხვევითი არაა, რომ ეგრევე მოახერხა სერია A-ში მაღალ დონეზე თამაში. როდესაც ჯუნტოლიმ ის შეიძინა, მესიჯი გავუგზავნე და გარანტია მივეცი, რომ განსაკუთრებული ტრანსფერი განახორციელა. მივწერე: კრისტიანო, ჩვენ ორივე ვცდებოდით, კვარა კარგი კი არა, განსაკუთრებული ფეხბურთელია“, - თქვა ონოფრიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველაზე ტურნირზე 23 მატჩში 11 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა, უშუალოდ სერია A-ში კი 18 თამაშში 9 გოლი, 9 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი. „ნაპოლი“ სერია A-ს 59 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 17 თებერვალს, „სასუოლოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.129168