„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დღეს ერთ-ერთ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ლეიკემიის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნებოდა. „აძურის“ მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრაზე ბავშვებს ხვიჩა კვარაცხელიას მაისური უსახსოვრა და სხვა საკითხებთან ერთად, ფეხბურთზეც ისაუბრა.
სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია მოჰამედ სალაჰს შეადარა, რომელთანაც მუშაობის გამოცდილება 2016-2017 წლების სეზონში „რომაში“ ჰქონდა. როგორც იტალიელმა აღნიშნა, ქართველს და ეგვიპტელს მსგავსი თვისებები აქვთ.
„კვარას აქვს დრიბლინგის, დარტყმის და ისეთი ფინტების გაკეთების ალღო, რომელთანაც გამკლავება ასე ძნელია. ვის მაგონებს? სალაჰი ერთ-ერთია, ვისაც აქვს მსგავსი თვისებები ვიწრო სივრცეებსა და შეტევის დაგვირგვინების დროს. კვარაცხელიას ზეწოლა არ უგრძნია, ვხედავ, რომ მშვიდი ბიჭია. მას დიდებული მომავალი აქვს, ამაში დარწმუნებული ვარ. ვარჯიში ამავე სულისკვეთებით უნდა გააგრძელოს“, - აღნიშნა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველაზე ტურნირზე 23 მატჩში 11 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა, უშუალოდ სერია A-ში კი 18 თამაშში 9 გოლი, 9 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი. „ნაპოლი“ სერია A-ს 59 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 17 თებერვალს, „სასუოლოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.