საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2023 წელს ორ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
პირველ ამხანაგურ მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს, მონღოლეთის ნაკრებთან ითამაშებს. 12 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი, აზიის ზონის კიდევ ერთ წარმომადგენელს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მეტოქე ტაილანდი იქნება.
საქართველო - მონღოლეთის მატჩი 25 მარტს, ბათუმი არენაზე შედგება. საქართველო - ტაილანდის მატჩის მასპინძელი სტადიონი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
აქვე, შეგახსენებთ საქართველოს ნაკრების ოფიციალური მატჩების განრიგს 2023 წელს:
28 მარტი | საქართველო - ნორვეგია
17 ივნისი | კვიპროსი - საქართველო
20 ივნისი | შოტლანდია - საქართველო
8 სექტემბერი | საქართველო - ესპანეთი
11 სექტემბერი | ნორვეგია - საქართველო
15 ოქტომბერი | საქართველო - კვიპროსი
16 ნოემბერი | საქართველო - შოტლანდია
19 ნოემბერი | ესპანეთი - საქართველო
NAKREBI.GE