ქართველმა ჩოგბურთელმა ლინცში გამართული ტურნირი სლოვაკ თანაგუნდელთან, ვიქტორია კუზმოვასთან ერთად მოიგო.
29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ლინცის ტურნირის (საპრიზო ფონდი 225 480 ევრო) ფინალურ მატჩში, სლოვაკ თანაგუნდელთან ერთად, გერმანელი ანა-ლენა ფრიდსამისა და უკრაინელი ნადია კიჩენოკის წყვილი 3 სეტში, 4:6, 7:5, 12:10 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა,
დაახლოებით ორსაათიანი ფინალი საკმაოდ დრამატული გამოვიდა. პირველი სეტი ქართველმა და მისმა მეწყვილემ წააგეს, მეორე სეტში უკვე ისინი გამარჯვებულები გახდნენ, ბოლოს კი ყველაფერი სუპერ ტაიბრეიკმა გადაწყვიტა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ლინცის ტურნირი უკვე მეორედ მოიგო. 2 დღის წინ წარმატებას ეკო გორგოძემაც მიაღწია, რომელმაც ესპანელ თანაგუნდელთან ერთად პორტუს ტურნირზე მიაღწია წარმატებას.