„ნაპოლის“ მორიგ გამარჯვებას („კრემონეზესთან“ 3:0) კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ასე უნდა გააგრძელონ.
„ლამაზი „ნაპოლი“ კვარათი, რომელმაც დაბადების დღე შესანიშნავად აღნიშნა, ოსიმენით, რომელიც ისევ ბომბარდირია და ელმასით, რომელმაც თამაშს წერტილი დაუსვა. ასე გააგრძელეთ!“, - დაწერა დე ლაურენტისმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველაზე ტურნირზე 23 მატჩში 11 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა, უშუალოდ სერია A-ში კი 18 თამაშში 9 გოლი, 9 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში იმ ფეხბურთელთაგან, ვისაც დებიუტი აქვთ ტოპჩემპიონატებში, მინიმუმ 9 გოლი და 9 საგოლე პასი კვარას გარდა, არავის აქვს. „ნაპოლი“ სერია A-ს 59 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 17 თებერვალს, „სასუოლოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.