ესპანეთის ლიგა ენდესას მეოცე ტურში თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის „მურსიამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 80:88 დამარცხდა.
თად მაკფადენმა 19:28 წუთში 7 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 6-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 1-ს გაუტოლდა. რაც შეეხება ანდრონიკაშვილს, ქართველი კალათბურთელი განაცხადში არ იყო.
„მურსია“ 8 მოგებით და 12 წაგებით მე-13 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 მარტს, სტუმრად „ჟუვენტუტს“ დაუპირისპირდება.