ჩოგბურთი

23:25 | 12.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელმა სინერმა კარიერაში მეშვიდე ტიტული მოიპოვა

იტალიელმა იანიკ სინერმა, მონპელიეს ტურნირის ფინალში, ამერიკელ მაქსიმ კრესის 7-6(7-3), 6-3 დაამარცხა და კარიერაში მეშვიდე ტიტულს დაეუფლა. 21 წლის სინერს, ვინც ავსტრალიის ღია პირველობაზე, მეოთხე წრეს მიაღწია, თავისი შვიდი ტიტულიდან, ექვსი მყარსაფარიან კორტებზე აქვს მოპოვებული. ერთხელ კი უმაგის თიხნარზე გაიმარჯვა.

მონპელიეში გამარჯვებით, სინერი რეიტინგში მე-14 ადგილზე გადაინაცვლებს. რაც შეეხება კრესის, მას ATP-ს ტურზე ერთი ტიტული აქვს მოპოვებული და მეოთხედ იყო ფინალში.

25 წლის ამერიკელი, ვინც ნახევარფინალში მსოფლიოს მეცხრე ჩოგანი, დანიელი ჰოლგერ რუნე დაამარცხა, რეიტინგის 40-ეულში შევა, რაც მის კარიერაში უმაღლესი საფეხურია.

0.135801