ჩოგბურთი

22:20 | 12.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბენჩიჩმა სამი მატჩ პოინტი მოიგერია და აბუ დაბის ტიტული მოიპოვა

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, შვეიცარიელმა ბელინდა ბენჩიჩმა, აბუ დაბის ტურნირის ფინალში, რუს ლუდმილა სამსონოვასთან შეხვედრისას, სამი მატჩ პოინტი მოიგერია და ის 1-6, 7-6 (10-8), 6-4 დაამარცხა. ეს 25 წლის ბენჩიჩისთვის, ვისაც რეიტინგში მეცხრე ადგილი უკავია, კარიერაში მოპოვებული მერვე ტიტულია.

ბენჩიჩისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე მოგებული ტიტულია. პირველი ადელაიდას ტურნირზე მოიპოვა. ამასთან, ის ტურის ლიდერი გახდა მოგებული თამაშების რაოდენობით. მას 12 მოგება დაუგროვდა, ერთით მეტი, ვიდრე ავსტრალიის ღია პირველობის ბელარუს ჩემპიონს, არინა საბალენკას აქვს.

„ძალიან რთული შეხვედრა იყო. ბედნიერი ვარ, რომ ამ მატჩ პოინტების მოგერიება შევძელი. ყოველი ქულისთვის ვიბრძოდი. საკუთარ თავს კიდევ ერთხელ დავუმტკიცე, რომ უშეღავათო ბრძოლა შემიძლია“, - განაცხადა ბენჩიჩმა, ვინც 19 წლის სამსონოვას მეოთხედ შეხვდა და პირველად დაამარცხა.

0.116097