ფეხბურთი

21:20 | 12.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

არეულობა პსჟ-ში: ნეიმარი დირექტორს ეჩხუბა, მარკინიოსი - დონარუმას

„პარი სენ ჟერმენში“ როგორც ჩანს, იდეალური ატმოსფერო არ არის. ცნობილი გამოცემა L’Equipe იტყობინება, რომ „მონაკოსთან“ მატჩის შემდეგ პარიზელთა გასახდელში დაძაბული ვითარება იყო.

წყაროს თანახმად, ნეიმარი კლუბის სპორტულ დირექტორ ლუის კამპოსს დაუპირისპირდა და მას სატრანსფერო ბაზარზე არასწორ მუშაობაში ადანაშაულებდა. გარდა ამისა, ფრანგული გაზეთი წერს, რომ გასახდელში სიტყვიერი შელაპარაკება იყო მცველ მარკინიოსსა და მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას შორის.

მოგეხსენებათ, პსჟ-მ „მონაკოსთან“ 1:3 წააგო და საერთოდაც, ბოლო ოთხ დღეში ორი მარცხი განიცადა, რადგან მანამდე საფრანგეთის თასზე „მარსელთან“ წააგო.

ამ ყველაფრის ფონზე „პარი სენ ჟერმენს“ წინ „ბაიერნთან“ მატჩი ელოდება, რომელიც 14 თებერვალს გაიმართება. თანაც, კრისტოფ გალტიეს გუნდს გერმანული გრანდის წინააღმდეგ ტრავმის გამო კილიან მბაპე ვერ დაეხმარება.

0.115196