ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა.
ბასილაშვილი კვალიფიკაციის ფინალში ფრანგ კონსტან ლესტიენს შეხვდა და საათსა და 36 წუთში, ორ სეტში წააგო. პირველი სეტი ქართველის მეტოქემ 7:5 მოიგო, მეორე კი - 6:4. ორივე სეტში ლესტიენს მოსაგებად თითო ბრეიკი ეყო, ხოლო ნიკოლოზს მეტოქის ჩაწოდებაზე გეიმი არ მოუგია.
ლესტიენმა 7 ეისი შეასრულა და ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, ხოლო ბასილაშვილს 3 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. ამრიგად, ქართველი ჩოგბურთელი როტერდამის ტურნირის ძირითადი ბადის მიღმა დარჩა.