ფეხბურთი

13:52 | 12.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "ჯერარდის ფეხის დაცდენაც ჩვენი ბრალია?"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კლუბის მიმართ ბოლო დროს გახშირებულ კრიტიკასა და პრემიერლიგის სხვა კლუბების მოთხოვნაზე, რომ „სიტი“ დაისაჯოს, კომენტარი გააკეთა.

მან ირონიულად გაიხსენა 2014 წელს სტივენ ჯერარდის მომენტი, როცა „ლივერპულის“ კაპიტანს ფეხი დაუცდა, რაც მის გუნდს ჩემპიონის ტიტულის დაკარგვად დაუჯდა.

„არ ვიცი, ისიც ჩვენი ბრალია, რომ ჯერარდს იმ მომენტში ფეხი დაუცდა? არავინ არავის უსურვებს, რომ მსგავსი რამ დაემართოს, მაგრამ უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ეს ჩვენი ბრალია? ჩვენ გავიმარჯვეთ და ვიცი, როგორ ვიგებდით ტიტულებს“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ 2009-2018 წლების პერიოდში 100-ზე მეტ ფინანსურ დარღვევაში ედავებიან, რის გამოც შეიძლება ტიტულები ჩამოართვან და პრემიერლიგიდან დააქვეითონ.

0.108647