ფეხბურთი

1:10 | 12.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„რეალ მადრიდი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „რეალ მადრიდმა უხვგოლიან მატჩში 5:3 დაამარცხა საუდის არაბეთის წარმომადგენელი „ალ ჰილალი“ და ტიტულს ისტორიაში მეხუთედ დაეუფლა.





მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი ვინისიუსის ჟუნიორისა და ვალვერდეს გოლებით გაიხსნა, თუმცა 26-ე წუთისთვის მარეგამ ანგარიში შეამცირა და გუნდები შესვენებაზე 2:1 - ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა. კარიმ ბენზემასა და ფედერიკო ვალვერდეს გოლებს ლუსიანო ვიეტომ უპასუხა და ანგარიში 4:2 გახადა. 69-ე წუთზე ვინისიუსმა სხვაობა ისევ სამბურთიანი გახადა, ამ უხვგოლიან მატჩს კი წერტილი კვლავ ვიეტომ, 79-ე წუთზე დაუსვა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „რეალ მადრიდმა“ ეს ტურნირი მეხუთედ მოიგო, სულ კი „სამეფო კლუბს“ უკვე 100 ტიტული დაუგროვდა. 2014, 2016, 2017 და 2018 წლების საკლუბო მსოფლიო თასს „სამეფო კლუბმა“ კიდევ ერთი დაამატა და უახლოეს მდევარ „ბარსელონას“ უკვე ორი ტიტულით გაასწრო. გარდა ამ ორი ესპანური გრანდისა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის თასი ორ-ორჯერ „ბაიერნს“ და „კორინთიანსსაც“ აქვთ მოგებული.

აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ ამ ტურნირის ისტორიაში, მაროკოში გამართული დღევანდელი მატჩი ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. მესამე ადგილის მედლების მფლობელი „ფლამენგო“ გახდა. ბრაზილიელებმა „ალ აჰლი“ 2:4 დაამარცხეს.

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი

რეალი – ალ-ჰილალი 5:3

რაბათი. „პრინც მულაი აბდელაჰი“

1:0 ვინისიუსი (13), 2:0 ვალვერდე (18), 2:1 მარეგა (26), 3:1 ბენზემა (54), 4:1 ვალვერდე (58), 4:2 ვიეტო (63), 5:2 ვინისიუსი (69), 5:3 ვიეტო (79)

რეალი: ლუნინი, კარვახალი, ალაბა, რუდიგერი, კამავინგა, ჩუამენი (სებალიოსი 62), კროოსი (ალონსო 74), მოდრიჩი (ნაჩო 74), ვალვერდე, ბენზემა (როდრიგო 62), ვინისიუსი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ალ-ჰილალი: ალ-მაიუფი, აბდულჰამიდი, ჩან ხენ სუ, ალ-ბულაეჰი, ჰალიფა ალ-დავსარი, კანო, კუელიარი, კარილიო (მიშაელი 75), ვიეტო (ალ-ჰამდანი 87), სალემ ალ-დავსარი (ნასერ ალ-დავსარი 75), მარეგა (იგალო 86)

მწვრთნელი: რამონ დიასი

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

გაფრთხილება არ ყოფილა

0.134338