ფეხბურთი

0:59 | 12.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport-ი კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების დეტალებზე წერს

ცნობილი იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის კონტრაქტებთან დაკავშირებით წერს.

როგორც გამოცემა იტყობინება, ორივე ფეხბურთელს სურს, რომ მომდევნო სეზონიც იტალიურ კლუბში გაატარონ. თუ ოსიმენის ხელშეკრულება 2025 წელს იწურება და მისი წასვლის შანსი ზაფხულში მაინც უფრო მაღალია, კვარაცხელიას შემთხვევაში ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მან კლუბი დამდეგ ზაფხულს დატოვოს.

„ოსიმენისგან განსხვავებული ვითარებაა კვარასთან დაკავშირებით, რომელსაც ძალიან გრძელი კონტრაქტი აქვს (2027 წლამდე), მაგრამ დაბალი ხელფასი განსაკუთრებით იმ სიგნალების გათვალისწინებით, რომლებიც ისმის, შეიძლება საგანგაშო იყოს. აგენტი ჯუღელი ამ დრომდე უარყოფს რაიმე ინტერესს და ასევე ადასტურებს, რომ „ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტზე ყველაფერი კარგად მიდის. მან იცის, რომ როგორც კი სეზონი დასრულდება, დადგება დრო, რომ მხარეები მაგიდასთან დასხდნენ და განიხილონ ხელფასი, რომელიც გაორმაგდება. დღეს ის 1.2 მილიონ ევროს იღებს და დაახლოებით 2.5 მილიონამდე მიიღებს. ასევე კონტრაქტი 2028 წლამდე გახანგრძლივდება. სიტუაცია ასეთია, მაგრამ დღევანდელი ფეხბურთის გიჟური წესების გარეშე რაღაცის დარწმუნებით თქმა მაინც არ შეიძლება“, - წერს გამოცემა.

0.114429