23:37 | 11.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ ვერ მოიგო, მაგრამ ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს

2023 წელს პრემიერლიგაში გამართული შვიდი მატჩიდან „ჩელსიმ“ მხოლოდ ერთში გაიმარჯვა. ისტორია ამჯერდაც გამეორდა. გრემ პოტერის შეგირდები „ვესტ ჰემთან“ ლონდონურ დერბიში იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდნენ. ეს „ლურჯების“ ზედიზედ მესამე ყაიმი გახლდათ.

პირველი 20 წუთი „ჩელსი“ შეუჩერებელი იყო. საერთოდ, ბურთი ოთხჯერ გავიდა ფაბიანსკის კარში, მაგრამ მხოლოდ ერთი ჩაითვალა. მისი ავტორი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული ფელიქსი გახლდათ. ეს პორტუგალიელის სადებიუტო გოლია პრემიერლიგაში. ჟოაომ ახალწვეული ენცო ფერნანდესის გადაცემით გაიტანა. ესეც არგენტინელის პირველი ასისტი გახლდათ ინგლისის ჩემპიონატში. იმავე ფელიქსისა და ჰავერცის გოლები თამაშგარეს მიზეზით პირველ ტაიმში არ ჩაითვალა, შემდეგ იგივე ბედი გაიზიარა სოუჩეკის გატანილმაც.

თითქოს სტუმრებისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა. მასპინძლების მდგომარეობა ლუკას პაკეტას ადრეულმა ტრავამ კიდევ უფრო დაამძიმა. მაგრამ მალევე „ჩაქუჩებმა“ ინიციატივა მოიპოვეს და იოლად გაათანაბრეს ანგარიში. თავი ედერსონმა გამოიჩინა. საბოლოოდ - 1:1.

„ჩელსი,“ რომელმაც იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას დაახლოებით 300 მილიონი გირვანქა დახარჯა, 32 ქულით ცხრილში მე-9 ადგილზეა. 20-ქულიანი „ვესტ ჰემი“ კი - მეთექვსმეტეზე.

„არსენალმა“ „ბრენტფორდის“ წაუგებელი სერია ვერ შეწყვიტა - 1:1. „ემირეითსზე“ არტეტას გუნდი დომინირებდა. „ფუტკრები“ ჩვეულებისამებრ, სტანდარტებისა და კონტრშეტევების იმედზე იყვნენ.

მიუხედავდ ამისა, „მეთოფეებმა“ გოლი მხოლოდ ერთხელ გაიტანეს. 66-ე წუთზე თავი ლეანდრო ტროსარმა გამოიჩინა. ეს ბელგიელის სადებიუტო გოლი გახლდათ „არსენალში.“

თუმცა ლონდონელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. რვა წუთში ანგარიში გათანაბრდა: აივან ტოუნიმ ზუსტად დაარტყა - 1:1.

„არსენალმა“ 51 ქულა მოაგროვა და ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს. 6 პუნქტით უსწრებს უშუალო მდევარ „სიტის.“ 34-ქულიანი „ბრენტფორდი“ კი მერვე საფეხურზე დგას.

ბრენდან როჯერსმა „ტოტენჰემი“ მოლეკულებად დაშალა. გასულ ტურში „მანჩესტერის“ დამარცხების შემდეგ, „დეზებს“ აუტსაიდერთან თითქოს გამარჯვება არ უნდა გასჭირვებოდათ. ყველაფერი კარგად დაიწყო. ბენტანკურმა კუთხურიდან გაიტანა, თამაშსაც აკონტროლებდნენ, მაგრამ შემდეგ ორწუთიან მონაკვეთში „მელიებმა“ ორჯერ გაიტანეს და შესვენებამდე მესამეც მიაყოლეს. მერე „ლესტერმა“ თავდაჯერებით ითამაშა, შეუტია და შეხვედრის ბოლოს მეოთხეც შეაგდო - 4:1.

ინგლისი

პრემიერლიგა

23-ე ტური. 11 თებერვალი

ვესტ ჰემი - ჩელსი 1:1

ლონდონი. „ლონდონ სთედიუმი“

0:1 ფელიქსი (16), 1:1 ემერსონი (28)

ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, ცოუფალი, კერერი, ოგბონა, აგერდი (ჯონსონი 80), ემერსონი, რაისი, პაკეტა (სოუჩეკი 14), ბენრაჰმა (დაუნსი 67), ბოუენი, ანტონიო (ინგზი 67)

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

ჩელსი: კეპა, ჯეიმსი, ტიაგუ სილვა, ბადიაშილი, კუკურელია (ჩილუელი 67) , ენცო ფერნანდესი, მადუეკე (მაუნტი 68), ლოფტუს-ჩიკი (გალახერი 79), ფელიქსი, მუდრიკი (ზიეში 67), ჰავერცი

მწვრთნელი: გრემ პოტერი

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფრთხილება: ცოუფალი (55); ბადიაშილი (64)

არსენალი - ბრენტფორდი 1:1

ლონდონი. „ემირეითსი“

1:0 ტროსარი (66), 1:1 ტოუნი (74)

არსენალი: რემსდეილი, უაითი, სალიბა, გაბრიელი, ზინჩენკო, პარტი, ჯაკა (ვიეირა 81), ედეგორი, საკა, ნკეიტა, მარტინელი (ტროსარი 62)

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

ბრენტფორდი: რაია, ჰენრი, მი, პინოკი, აიერი, როერსლევი, ნერგორი, იენსენი, იანლეტი (დასილვა 71), მბეუმო (ვისა 71), ტოუნი (შადე 90+7)

მწვრთნელი: ტომას ფრანკი

მსაჯი: პიტერ ბენქსი

გაფრთხილება: ნერგორი (90+6), სადე (90+9)

ლესტერი - ტოტენჰემი 4:1

0:1 ბენტანკური (14), 1:1 მენდი (23), 2:1 მედისონი (25), 3:1 იჰეანაჩო (45+4), 4:1 ბარნსი (81)

კრისტალ პალასი - ბრაიტონი 1:1

0:1 მარჩი (63), 1:1 ტომკინსი (70)

ფულემი - ნოტინგემ ფორესტი 2:0

1:0 ვილიანი (17), 2:0 სოლომონი (88)

საუთჰემპტონი - ვულვერჰემპტონი 1:2

1:0 ალკარასი (24), 1:1 ბედნარეკი (73 საკ. მკარში), 1:2 გომესი (87)

გაძევება: სემედუ (27)

ბორნმუთი - ნიუკასლი 1:1

1:0 სენესი (30), 1:1 ალმირონი (45+2)

0.111016