სხვა

22:20 | 11.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძე ვარშავის მსოფლიო თასის ვერცხლის პრიზიორია

ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო თასის ეტაპზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.



სანდრო ბაზაძემ ტურნირი ტრადიციულად, ძალიან კარგად ჩაატარა. სანდრომ პირველ ეტაპზე რუმინელ ჯორჯ დრაგომირს, შემდგომ ფრანგებს ტომა მარტინს და სებასტიენ პატრისს სძლია. მეოთხედფინალში მისი მეტოქე ამერიკელი ელი დერშვიცი იყო და ქართველს არც მისი დამარცხება გასჭირვებია, ნახევარფინალში კი კარგად ნაცნობ ლუიჯი სამელეს დაუპირისპირდა.

ბაზაძემ ნახევარფინალური ეტაპიც წარმატებით გაიარა და იტალიელ მეტოქეს 15:12 სძლია, ფინალში კი ტურნირის აღმოჩენას, 25 წლის მასპინძელ კშიშტოფ კაჩკოვსკის დაუპირისპირდა, დაძაბულ ბრძოლაში, 15:13 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია.

0.114532