თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალთა მე-80 ჩემპიონატზე, მეხუთე ტურის ყველაზე დაძაბულ შეხვედრაში, შავი ფიგურებით მოთამაშე ბელა ხოტენაშვილმა მერი არაბიძე დაამარცხა და ერთპიროვნული ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა.
სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ:
- ბელა ხოტენაშვილი(2485) – 4,5 ქულა;
- ნინო ბაციაშვილი (2493) – 4 ქულა;
- ლელა ჯავახიშვილი(2440) - 4 ქულა;
- მერი არაბიძე (2427) - 3 ქულა;
- ელენე წოწონავა (1955) – 3 ქულა;
- ნია დონღვანი (2030) – 2,5 ქულა;
- ანასტასია კირთაძე (2002) - 2 ქულა;
- თამარ ესაძე (1981) – 1,5 ქულა;
- ლულუ დიასამიძე (1541) – 0,5 ქულა;
10.მარიამ ცეცხლაძე (1747) - 0 ქულა;
მეხუთე ტურის შედეგები:
ანასტასია კირთაძე 1 : 0 ლულუ დიასამიძე
მერი არაბიძე 0 : 1 ბელა ხოტენაშვილი
მარიამ ცეცხლაძე 0 : 1 ნინო ბაციაშვილი
ნია დონღვანი 0 : 1 ელენე წოწონავა
ლელა ჯავახიშვილი 1 : 0 თამარ ესაძე
მეექვსე ტურში შეხვდებიან:
ლულუ დიასამიძე - თამარ ესაძე
ელენე წოწონავა - ლელა ჯავახიშვილი
ნინო ბაციაშვილი - ნია დონღვანი
ბელა ხოტენაშვილი - მარიამ ცეცხლაძე
ანასტასია კირთაძე - მერი არაბიძე
ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენს, ასევე პირველ სამეულში გასული მოჭადრაკეები ევროპის ქალთა ჩემპიონატის საგზურით დაჯილდოვდებიან.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი