ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ამიერიდან დიეგო კოკა გაწვრთნის. 50 წლის სპეციალისტი ეროვნული ნაკრების დამრიგებლად ოფიციალურად წარადგინეს.
კოკამ აღნიშნულ თანამდებობაზე ხერარდო „ტატა“ მარტინო ჩაანაცვლა, რომლის ხელმძღვანელობითაც მექსიკის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლად იასპარეზა და 1978 წლის შემდეგ, პირველად ვერ გავიდა პლეი ოფში.
„მე მჯერა მექსიკელი ფეხბურთელებისა და მათი ნიჭის, თუმცა ნიჭი ყველაფერი არ არის. მე მათ ყველაფერი უნდა მივცე, რათა „აფრენა“ შეძლონ. დიახ, სწორედ ეს არის ჩემი მიზანი, მინდა, რომ აფრინდნენ.“ - განაცხადა კოკამ.
ტატა მარტინოს გათავისუფლების შემდგომ, მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მიგელ ერერასა და გილერმო ალმადას ვარიანტებიც განიხილებოდა, თუმცა არჩევანი კოკაზე შეჩერდა, რომელმაც მექსიკის პირველი დივიზიონის გუნდ „ატლასს“ 70 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოაგებინა.