ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა როტერდამში მიმდინარე ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ფინალში ითამაშებს.
ბასილაშვილმა როტერდამის ტურნირზე, სადაც საპრიზო ფონდი 2 074 505 ევროა, ნიდერლანდელი მაქს ჰოუკსი საათსა და 17 წუთში, 2 სეტში, 6:4, 6:4 დაამარცხა.
ქართველმა მეტოქე ბევრ კომპონენტში დაჯაბნა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მას ეისების შესრულება არ გამოსდიოდა და ამ ასპექტში ის ნიდერლანდელს ნამდვილად ჩამორჩა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ბადეში მე-7 ნომრად არის განთესილი. ძირითად ბადეში მოსახვედრად ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ფრანგი მაქსიმ ლესტიენისა და გერმანელი მაქსიმილიან მარტერერის დაპირისპირებაში გამარჯვებული უნდა დაამარცხოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ლესტიენი ქართველმა სულ ცოტა ხნის წინ, მონპელიეს ტურნირზე დაამარცხა.