ლუკაშ პოდოლსკი ლონდონის “არსენალში” შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა. გერმანელ ფეხბურთელს კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბარი სურს და შემდეგ გადაწყვიტოს დაიწყებს თუ არა სხვა კლუბთან მოლაპარაკებას. ამის თაობაზე პოდოლსკი გერმანელ ჟურნალისტებს ესაუბრა.
“ამ ეტაპზე კლუბში შექმნილი ვითარებით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს და ამ მიზეზით სხვა კლუბთან მოლაპარაკების წარმოებას არ ვაპირებ. მსურს დაველაპარაკო გუნდის ხელმძღვანელობას”, - განაცხადა პოდოლსკიმ.
ლუკაშ პოდოლსკიმ მიმდინარე სეზონში “არსენალის” მაისურით მოედანზე მხოლოდ 36 წუთი გაატარა, რაც, ბუნებრივია, ფეხბურთელისთვის უკმაყოფილების საბაბი გახდა.