კალათბურთი

12:45 | 11.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 10 ქულა: "ტენერიფემ" საკონინენტთაშორისო თასის ნახევარფინალური მატჩი 70 ქულით მოიგო

საკონინენტთაშორისო თასის ნახევარფინალში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „მონასტირი“ 112:42 გაანადგურა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ესპანური კლუბი ტუნისურ კლუბს კლასში ძალიან აღემატებოდა და ლოგიკურია, რომ საბოლოოდ, 70 ქულით მოიგო!

ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 11:36 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 10 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო და სამქულიანი კი არ უსვრია.

„ლენოვო ტენერიფე“ საკონინენტთაშორისო თასის ფინალში 12 თებერვალს, ბრაზილიურ „სან პაულუს“ შეხვდება და ტიტულის მოგებას ეცდება.

0.113828